Kompensacia.ge

ჩვენს შესახებ

Kompensacia.ge იცავს მოგზაურთა უფლებებს. არსებობს კანონი, რომელიც ავიაკომპანიებს ავალდებულებს დაკისრებული პასუხისმგებლობები პირნათლად შეასრულონ. კანონის მიუხედავად, ზოგი ავიაკომპანია მაინც თავს არიდებს საკუთარ ვალდებულებებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის წევრები მუდმივად მზად არიან გახდნენ თქვენი წარმომადგენლები, დაიცვან თქვენი უფლებები და დაგეხმარონ მიიღოთ კუთვნილი ფულადი კომპენსაცია.Kompensacia.ge - სთვის მთავარი მიზანია მაქსიმალურად დაიცვას მოგზაურთა უფლებები.

რატომ უნდა აირჩიოთ KOMPENSACIA.GE

5 წელია ბაზარზე ვართ

8000 მოგებული საქმე

200000€ დაბრუნებული თანხა

ჩვენი ხედვა და მიზანი

გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას თითოეული საქმე განსაზღვრავს. ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტ მოგზაურთან დავამყაროთ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა და კომპენსაციის მიღების საკმაოდ სტრესული პროცესი გავხადოთ მათთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული.

როგორ ვმუშაობთ?

მთავარი უპირატესობა, რომელიც ბაზარზე გამოგვარჩევს, არის უფასო მომსახურება მანამ, სანამ საქმე წარმატებით არ დასრულდება. წინასწარ არ ვიღებთ საკომისიოს და სრულებით უსასყიდლოდ ვიკვლევთ საკითხს.