გაინტერესებს, გეკუთვნის თუ არა AJet -ის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია? ეს სტატია დაგეხმარება ყველა მნიშვნელოვან დეტალში გარკვევაში.
AJet არის თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც 2008 წელს დაარსდა. თავდაპირველად ფუნქციონირებდა Anadolujet -ის სახელით, თუმცა 2024 წლის მარტში რებრენდინგის შემდეგ გახდა AJet. კომპანიის მფლობელი Türk Hava Yolları (Turkish Airlines)-ია, და ის ოპერირებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებზე.
მიუხედავად იმისა, რომ AJet არ არის ევროკავშირის ავიაკომპანია, ის ვალდებულია შეასრულოს EC 261/2004 რეგულაციები, როდესაც ოპერირებს ევროპის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ დაგვიანებული ან გაუქმებული ფრენების შემთხვევაში, მგზავრებს აქვთ უფლება მოითხოვონ კომპენსაცია, თუ ისინი შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
როდის გეკუთვნით AJet-ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?
AJet-ისგან კომპენსაციას მიიღებთ, თუ:
- რეისი 3 საათზე მეტით დაიგვიანა – თუ თქვენი ჩასვლა დაგეგმილ დროზე 3 საათზე გვიან მოხდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია. აქ მთავარია ჩასვლის დრო, არა გაფრენის.
- გამგზავრების აეროპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზეა – ევროკავშირის რეგულაციები არაევროპული ავიაკომპანიებისთვის მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრენა ევროკავშირის ქვეყნიდან სრულდება.
- დაგვიანება ავიაკომპანიის ბრალია – კომპენსაცია გაიცემა, თუ დაგვიანება გამოწვეულია ტექნიკური გაუმართაობით, ოპერაციული პრობლემებით ან ავიაკომპანიის სხვა შიდა მიზეზებით. თუმცა, ბუნებრივი მოვლენები, უსაფრთხოების პრობლემები ან გაფიცვები, რომლებიც კომპანიის კონტროლს სცილდება, კომპენსაციის საფუძველი არ არის.
- ალტერნატიული ფრენა არ შემოგთავაზეს – თუ ავიაკომპანიამ ალტერნატიული ფრენა არ უზრუნველყო ან ის არ ემთხვეოდა პირვანდელ რეისს, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.
როდის გეკუთვნით AJet-ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?
გაუქმებული ფრენის კომპენსაცია შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- გაუქმების შესახებ შეტყობინება გაფრენამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში მიიღეთ – თუ ავიაკომპანიამ ფრენის გაუქმება გაფრენამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში გაცნობა, ეს გაძლევთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
- ფრენა ევროკავშირის აეროპორტიდან სრულდებოდა – ევროკავშირის რეგულაციები ვრცელდება იმ ფრენებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან მიემართება.
- გაუქმება ავიაკომპანიის მიზეზით მოხდა – თუ რეისის გაუქმება ტექნიკური გაუმართაობით, შიდა საოპერაციო პრობლემებით ან სხვა ავიაკომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლებში არსებული მიზეზებით არის გამოწვეული, მგზავრებს აქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
- ავიაკომპანიამ არ შემოგთავაზათ ალტერნატიული ფრენა – ზოგჯერ ავიაკომპანია სთავაზობს მგზავრებს ალტერნატიულ რეისს. თუ მსგავსი ვარიანტი არ შემოგთავაზეს, ან ის არ ემთხვეოდა პირვანდელ ფრენის განრიგს, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.
როდის გეკუთვნით AJet-ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია?
თუ ავიაკომპანიამ ზედმეტად გაყიდული ადგილების გამო უარი გითხრათ ჩასხმაზე, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია, თუ:
- დროულად გამოცხადდით რეგისტრაციასა და ჩასხდომაზე
- გაქვთ მოქმედი ავიაბილეთი და ჩასხდომის ბარათი
- ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებული კომპენსაცია ან ალტერნატივა (მაგალითად, ვაუჩერი) არ მიიღეთ
თუ ეს პირობები სრულდება, შეგიძლიათ მოითხოვოთ AJet-ისგან კომპენსაცია.
როდის არ გეკუთვნით AJet-ის ფრენის კომპენსაცია?
არსებობს გარემოებები, როდესაც ავიაკომპანია არ არის ვალდებული კომპენსაციის გადახდა:
- გაუქმების ან დაგვიანების შესახებ გაფრთხილება 14 დღეზე მეტი დროით ადრე მიიღეთ
- გამოწვეული იყო განსაკუთრებული გარემოებებით, როგორიცაა: ექსტრემალური ამინდი; პოლიტიკური არასტაბილურობა; ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან; სამთავრობო რეგულაციები.
- დაგვიანება 3 საათზე ნაკლები იყო
რამდენია AJet-ის ფრენის კომპენსაცია?
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია ფრენის მანძილზე:
- 1500 კმ-მდე – 250 ევრო
- 1500-3500 კმ – 400 ევრო
- 3500 კმ-ზე მეტი – 600 ევრო
როგორ მივიღოთ AJet-ის ფრენის კომპენსაცია?
AJet-ის კომპენსაციის მოთხოვნა მარტივია kompensacia.ge-ის დახმარებით. უბრალოდ შეავსეთ ონლაინ ფორმა , ატვირთეთ პასპორტი და ავიაბილეთი, და ელექტრონული ხელმოწერით დაადასტურეთ განაცხადი.
- kompensacia.ge-ზე განაცხადის შეტანა სრულიად უფასოა;
- საკომისიოს მხოლოდ წარმატებული კომპენსაციის შემთხვევაში იხდით;
- ჩვენ ვმართავთ მთელ პროცესს, ასე რომ, თქვენ არ გჭირდებათ ავიაკომპანიასთან პირადი კომუნიკაცია.
რატომ უნდა აირჩიოთ Kompensacia.ge ?
- პროფესიონალთა გუნდი – გამოცდილ სპეციალისტებს აქვთ წარმატებული საქმეების დიდი რაოდენობა.
- დროის დაზოგვა – ჩვენ ვაგვარებთ ყველა სამართლებრივ და საოპერაციო საკითხს თქვენთვის.
- ფინანსური რისკი არ არსებობს – თქვენ არაფერს იხდით წინასწარ – ჩვენ მხოლოდ წარმატებულ შემთხვევებში ვიღებთ საკომისიოს.
თუ თქვენი AJet-ის ფრენა გაუქმდა ან დაგვიანდა, არ დაკარგოთ დრო – kompensacia.ge -ის დახმარებით, შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ თქვენი კომპენსაცია! დაგვირეკეთ: 579 20 60 40